ტყიბულის შახტში შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში
იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს
წარმომადგენლები.
მათი გადაწყვეტილებით,ადგილზე მოპოვებითი სამუშაოები შეწყდა,რადგან
სამთო მასის ჩამოშლა მიმდინარეობს.
შესაბამისად, გაიცა განკარგულება,რომ შემთხვევის ადგილზე მხოლოდ
გამაგრებითი და გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდეს. ვიდრე ადგილის
სრულყოფილად დათვალიერება არ მოხდება, არ საუბრობენ კონკრეტულ
მიზეზებზეც რადგან ამ ეტაპზე დოკუმენტაციის შესწავლა
მიმდინარეობს.
,,პერიოდულად მიმდინარეობს შემოწმება, ექვს თვეში ერთხელ ან
არაგეგმიურად უბედური შემთხვევების დროს. ტექნიკური ხარვეზები ხშირად
არის, თუმცა კრიტუკული შეუსაბამობები იშვიათად. ძირითადად არის
პირველი ან მეორე ხარისხის არსებითი შეუსაბამობები, "-
ამბობს
ტექნიკური და
სამშენებლო ზედამხედვიბის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე
.
ტყიბულის შახტაში გარდაცვლილი დავით ფორჩხიძის ოჯახის წევრებს
დეტალური ინფორმაცია არ აქვთ, რა მოხდა 27 ოქტომბერს. მათი თქმით, ის
ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა ადგილზე და წამყვანი სპეციალისტი
იყო.
ოჯახის წევრები უსაფრთხოების ნომრმების შესაძლო დარღვევაზე საუბრობენ
და განმარტავენ, რომ ადგილზე ტექნიკა მწყობრიდან არის გამოსული,
შესაბამისად, მათივე თქმით, დაზღვეული არავინ არის.
ამავე თემაზე:
ტყიბულის შახტაში გარდაცვლილის ოჯახი დახმარებას
ითხოვს
მასალის გამოყენების პირობები