ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლის ხარისხის
ასამაღლებლად საქართველოს მთავრობამ ახალი სტანდარტები დაამტკიცა.
ახალი რეფორმა, რომელსაც საქართველოს მთავრობა მუნიციპალიტეტებთან
ერთად განახორციელებს, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების,
კვების, ჰიგიენისა და ინფრასტრუქტურის სტანდარტებს მოიცავს.
ცვლილების ფარგლებში დაგეგმილია ბაგა-ბაღების გაერთიანებების დაშლა და
ცალკე იურიდიულ პირებად ჩამოყალიბება.
ასევე, დოკუმენტში მითითებულია ის სტანდარტები, რასაც უნდა
აკმაყოფილებდეს საბავშვო ბაღებში დასაქმებული აღმზრდელ
პედაგოგები.
საბავშვო ბაღებში განათლების ხარისხის გაუმჯობესების ახალ
სტანდარტებში მითითებულია ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობა,
შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში აღსაზრდელების განათლების მიღების
მიმართულებები და ის თუ რა უნარჩვევების უნდა ფლობდეს საბავშვო ბაღში
დასაქმებული აღმზრდელ-პედაგოგი.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდის შესახებ კანონის ფარგლებში ახალი
რეფორმის განხორციელება საბავშვო ბაღებში 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა
დაიწყოს. თუ რა სახის ცვლილებებია
დაგეგმილი, რომელიც როგორც საჯარო
საბავშვო ბაღს ასევე, კერძოსაც ეხება ნახეთ
სტატია ქუთაისიპოსტზე.
მასალის გამოყენების პირობები