ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ არსებული სოკო შადრევანი
შეკეთებას არ ექვემდებარება. შპს "ქალაქსერვისი" ახალი შადრევანის
დამონტაჟებისთვის მერიას ტენდერის გამოცხადებას ურჩევს.
"ერთხელ უკვე შევაკეთეთ. ამჯერად, ისეა გამოსული მწყობრიდან, აღარ
შეკეთდება," - აცხადებს ჩვენთან საუბარში ქუთაისის მერიის
დაქვემდებარებაში მყოფი შპს "ქალაქსერვისის" ხელმძღვანელი, გურამ
გიორგაძე.
გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ კომპანია ქალაქში მწვანე საფარისა და
შადრევნების მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი და არა ახლის
მოწყობაზე.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ სოკო შადრევანი
მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დილის საათებში
დააზიანეს. თვითმხილველების თქმით, ის მოზარდებმა
გააფუჭეს.
თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის წინ იგივე შადრევანი
გ
ასულ წელსაც დააზიანეს.
მასალის გამოყენების პირობები