დღეს, ეროვნული ლიგის 32–ე ტურის სამი მატჩი გაიმართება.
სამტრედიის საფეხბურთო კლუბი
"სამტრედია" საკუთარ მოედანზე თბილისის
"საბურთალოს" უმასპინძლებს. "სამტრედიას" 61 ქულა აქვს და
მე–3 ადგილზეა, თბილისელები კი, 50 ქულით მე–4 ადგილს
იკავებენ. აღნიშნული მატჩი
"ეროსი მანჯგალაძის" სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე
დაიწყება.
გორში "თენგიზ ბურჯანაძის" სახელობის სტადიონზე გორის "დილა" ქუთაისის
"ტორპედოს" უმასპინძლებს, მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. ქუთაისელებს
ლიდერ "დინამოსთან" ერთ ქულიანი ჩამორჩენის შესანარჩუნებლად მოგება
ჭირდებათ. გორელებს კი მე–7 ადგილის შესანარჩუნებლად 3 ქულა
ჭირდებათ.
მესამე თამაში კი, თბილისში, "მიხეილ მესხის" სახელობის
სტადიონზე გაიმართება. სადაც, საჩხერის "ჩიხურა" და
თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რომელიც 20:00
საათზე დაიწყება.
სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე "დინამოს" მოგება ჭირდება, რომ
ლიდერობა შეინარჩუნოს, ხოლო საჩხერლები ამ მატჩის მოგებით მხოლოდ
"ლოკომოტივს"
გაუთანაბრებენ ქულებს.
ბაქარ ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები