ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მდებარე 9 აპრილის მემორიალს რეაბილიტაცია
ჩაუტარდება.
მემორიალის სარესტავრაციაო-საკონსერვაციო სამუშაოებისთვის ქუთაისის
მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად,
მეორიალის კონსერვაცია და მისი მხატვრული დამუშავება უნდა მოხდეს.
სამუშაოებისთვის 4 906 ლარი დაიხარჯება.
მემორიალის რეაბილიტაციისთვის გამოცახდებულ ერთეტაპიან ტენდერში
(SPA170013736), წინადადებების მიღების ვადა მიმდინარე წლის 11
ნოემბერს იწურება.
9 აპრილის მემორიალი ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მიმდინარე წლის 23
მარტს,
ცისფერყანწელთა ქუჩიდან გადაიტანეს.
მემორიალის გადატანის იდეა "ეროვნულ მოძრაობას" ეკუთვნის.
მაშინ ქალაქის მერმა,
შოთა მურღულიამ განაცხდა, რომ მემორიალს ქალაქის
ცენტრალურ ბაღში გადატანით ყველაზე შესაფერისი ადგილი
მოუძებნეს.
ამავე თემაზე:
9 აპრილის მემორიალი ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში
გადაიტანეს
"ჩვენ მოვუძებნეთ ყველაზე კარგი ადგილი" - ქუთაისის
მერი 9 აპრილის ძეგლზე
მასალის გამოყენების პირობები