"იქნებ ვინმემ მიაქციოს ყურადღება ამ საშინელ ფაქტს"
მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი "თეთნულდი" ცხრაჯვართან (ტყიბულის მუნიციპალიტეტი) მისასველ გზაზე გაჩეხილი ტყის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.
კლუბის წევრები აცხადებენ, რომ ცხრაჯვარზე ყოველი ასვლის შემდეგ ხვდებათ ახალი გაკაფული ტყის ზოლი: "თოვლის დადნობასთან და ცხრაჯვარის მისასვლელ გზასთან ერთად აქტიურდებიან და უმოწყალოდ ჩეხენ ჯანსაღ ხეებს. ეს ყველაფერი რომ უკანონობაა ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მუშაობენ და ხეებს ჭრიან ძირითადად მთელი ღამის განმავლობაში და რამოდენიმე დღის შემდეგ ადიან მოჭრილი ხეების ჩამოსატანად. უბედურება იმასთან ერთად, რომ ჩვენს ბუნებას არ ვუფრთხილდებით, ისიც არის, რომ ეს ყველაფერი ხდება იქ, სადაც ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობს და წესით ეს ფაქტები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩენოდათ მათ, ვისაც ბუნების დაცვა ევალებათ. იქნებ ვინმემ მიაქციოს ყურადღება ამ საშინელ ფაქტს, თორემ ერთ დღესაც ხელში შეგვრჩება უტყეო და განადგურებული ცხრაჯვარი და ნაქერალას უღელტეხილი," - აცხადებენ
მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბში "თეთნულდი".
გაჩეხილი ტყის ამსახველი ფოტოები იხილეთ აქ:
მასალის გამოყენების პირობები