ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩში ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის
"ლოკომოტივს" უმასპინძლა.
ნამდვილი საფეხბურთო გარემო, რომელსაც მხოლოდ გულშემატკივრები აკლდა,
ძალიან დაძაბული და დრამატული აღმოჩნდა. მატჩის მე-9 წუთზე
"ლოკომოტივი" დაწინაურდა.
გოლი სიხარულიძის ანგარიშზეა. მასპინძლება გათანაბრება მეორე ტაიმის
დასაწყისში მოახერხეს, კაპანაძემ ანგარიში 1:1 გახადა. მალევე
არეულობით ისარგებლა "ლოკომოტივმა" და ისევ დაწინაურდა. ამჯერად
თბილისური კლუბი გოროზიამ დააწინაურა.
"ტორპედო" ამის შემდეგ საგრძნობლად გააქტიურდა, თუმცა, თევდორაძე
შეუდარებელი იყო. მასპინძლებმა გათანაბრება მატჩის 73-ე წუთზე
შესძლეს.
ბაბუნაშვილის საჯარიმო დარტყმით ანგარიში 2:2 გახდა.
მატჩის მიწურულს მასპინძლების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, კაპანაძემ
დუბლი გაიფორმა და "ტორპედო" დააწინაურა. ანგარიში 3:2 გახდა. ამის
შემდეგაც არ მოდუნებულან ქუთაისელები და მსაჯის მიერ კომპესირებულ
დროში კუხიანიძემ "ლოკომოტივის" კარში მეოთხე გოლიც გაიტანა.
"ტორპედომ" ამ მოგებით 64 ქულა დააგროვა და ლიდერ "დინამოსთან" ამ
ეტაპისათვის 2 ქულამდე შეამცირა სხვაობა.
ბაქარ ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები