გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს დასავლეთ
საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და ჰაერის
ტემპერატურა მოიმატებს.
სინოპტიკოსების ვარაუდით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი 24-25
ოქტომბერსაც შენარჩუნდება და ტემპერატურა 27 გრადუსამდე გათბება.
"მოიმატებს მკვეთრად ტემპერატურა, თუმცა, 24 ოქტომბრიდან
იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც შენარჩუნდება 25
ოქტომბერსაც", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი
პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში 26 ოქტომბრიდან კვლავ არამდგრადი
ამინდები და ნალექია მოსალოდნელია, თუმცა 28 ოქტომბრიდან გამოიდარებას
პროგნოზირებენ.
მასალის გამოყენების პირობები