ქუთაისში 124 უბნიდან ამ ეტაპზე დათვლილი 105+1 უბნის
მონაცემების მიხედვით გიორგი ჭიღვარია ლიდერობს.
წინასწარი შედეგებით, გიორგი ჭიღვარიამ ხმების 47.99% მიიღო,
ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 27.29%. მესამე ადგილზე კი დავით
გოგისვანიძეა 8.88%–ით.
ჯამში ცესკომ 3644 უბნიდან უკვე 2320 +5 უბანი უკვე დათვალა.
ქვეყნის მასშტაბით პარტიული შედეგების მიხედვით ხმების 56.06%
"ქართულმა ოცნებამ" დააგროვა. მეორე და მესამე ადგილებს კი
"ნაციონალური მოძრაობა" 16.82%–ით და "ევროპული საქართველო" 10.3% –ით
იყოფენ.
ასევე, უკვე ცნობილია ქუთაისის
6 მაჟორიტარული ოლქის წინასწარი შედეგებიც.
მასალის გამოყენების პირობები