"შენების მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა საგანგებო ბრიფინგი
გამართა. ალუდა გოგლიჩიძემ დღის განმავლობაში დაფიქსირებულ
დარღვევებზე ისაუბრა.
მისი თქმით, რამდენიმე უბანზე
ცრუ პრესმედია გამოჩნდა და 112-ე უბანზე
ამომრჩეველი არ შეუშვეს მარკირების გამო. გოგლიჩიძე ამბობს, რომ
შეინიშნება იმის ტენდენცია, რომ დარღვევები არ აღირიცხოს. მერობის
კანდიდატი მოუწოდებს ცესკოს, არჩევნები სამართლიადან და პროცედურების
დაცვით ჩაატაროს და დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს.
მან ასევე 92-ე უბანზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ გადასატან ყუთზე
13 განაცხადი იყო, თუმცა 20 ბიულეტინის გატანის მცდელობა
დააფიქსირეს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.
ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია, სადაც
152
561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები