10 ივნისს ქუთაისში 22 ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება
12:54 / 08.06.2015
109009px;">
ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება 5800-მდე აბონენტს
მიმდინარე კვირაში სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:
10 ივნისს მაღალი ძაბვის ქვესადგურში "ქუთაისი-3" ენერგომომრაგების საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება 5800-მდე აბონენტს: გიორგი ბრწყინვალეს, სერგი მეხის, თავისუფლების, ინგორიყვას, მესხიშვილის, ნარსიას, ნაფეტვარიძის, ჩეხოვის, და-ძმა უორდროპების, თავისუფლების, გამარჯვების, იმედაძის, კაკაბაძის, კეკელიძის, ლენინაკანის, შმიდტის, ჩიქოვანის, გუგუნავას (ნაწილ.), შარტავას, 9 აპრილის, ი. აბაშიძის (ნაწილ.) და ზ. გამსახურდიას (ნაწილ.) ქუჩებზე.
სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები