"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა საკუთარი
არჩევანი გელათის ქუჩაზე გახსნილ, №22 -ე საარჩევნო უბანში
დააფიქსირა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, მან ხმა ქუთაისის განვითარებას
მისცა.
"არჩევანი პირველად დავაფიქსირე ქუთაისში, ეს სიმბოლურიც
არის. ხმა ქუთაისის ისტორიული ტურისტული მნიშვნელობის შენარჩუნებას
მივეცი", - განმარტა გრიგოლ ვაშაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატის გარდა, ქალაქის
პირველი პირის მანდატის მოსაპოვებლად კიდევ შვიდი კანდიდატი
იბრძვის.
ქუთაისში, სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, ერთი სპეცუბანია.
ქუთაისში სულ 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან, 85
440 ქალი და 67 121 მამაკაცია.
მასალის გამოყენების პირობები