ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების
მიმნიჭებელი კომისია საპატიო მოქალაქის გამოსავლენად გამოკითხვას
ატარებს.
"ვფიქრობთ, მართებული იქნება თუ კომისიას კანდიდატურებს შესთავაზებენ
ტყიბულელები. სწორედ ამიტომ, თითოეულმა თქვენგანმა უნდა დაწეროთ
მხოლოდ ერთი კანდიდატის სახელი და გვარი, ვინც გსურთ მოიპოვოს ეს
წოდება," - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გამგეობამ სოციალური
ქსელი ფეისბუქით გაავრცელა.
გამგეობის ცნობით, საპატიო წოდება და ჯილდო ენიჭება პიროვნებას,
რომელსაც მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლი და
დამსახურება აქვს, ასევე საგანგებო ვითარებისას უანგარო სამსახურის
გასწია, მისი საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია
სამაგალითოა ტყიბულელთა ყველა თაობისათვის.
მოქალაქეებს გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება უკვე შეუძლიათ.
2015 წელს ტყიბულის საპატიო მოქალაქის წოდება ქალაქის ყოფილი
მაჟორიტარი დეპუტატის, ელისო ჩაფიძის
დედას მიენიჭა.
მასთან ერთად, საპატიო ტყიბულელის ტიტულის მფლობელი გახდნენ
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით ბეჟუაშვილი,
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" გენერალური დირექტორი, ლევან
ჭოლაძე, მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ანსამბლ
"ქართული ხმების" დამფუძნებელი, რობერტ გოგოლაშვილი და
ტყიბული-თერჯოლის ამჟამინდელი მაჟორიტარი, ჩაჩავასა და ღუდუშაურის
სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი, ელგუჯა გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები