ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, ე.წ "ლომებიანი სახლის" შენობაში
"
Le Garage" გალერეა - რესტორანი, ყინულის
ბარი, VIP სივრცე და ღამის კლუბი მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს 21:00
გაიხსნება.
მთელი სივრცე 400-მდე ადამიანზეა გათვლილი. ადგილზე 50 პერსონალი
დასაქმდა. ღამის კლუბი ისტორიული შენობის ქვედა ნაწილში გაიხსნება,
სადაც შესვლის ღირებულება 20 ლარი იქნება.
"გალერეა - რესტორანში ყოველთვის გამოიფინება ქართველი მხატვრების
ნამუშევრები და ამით ვფიქრობთ, რომ წავახალისებთ მხატვრებს და
გემოვნებიან სეგმენტსაც შევქმნით. იქნება, აგრეთვე, ქართულ-ფრანგული
სამზარეულო და ეს ქუთაისელებისთვისაც და ტურისტებისთვის ძალიან
საინტერესო იქნება. ყიმნულის ბარში კი სკანდინავიური ეფექტი იქნება",
- ამბობს ბარის მოწყობის იდეის ავტორი, ლალი მოროშკინა.
მისივე თქმით, საახალწლოდ ძველებური სტილის მანქანასაც
გაათამაშებენ.
მასალის გამოყენების პირობები