იუსტიციის სახლის ქუთაისის ფილიალში გაწმენდითი სამუშაოები
მიმდინარეობს.
ობიექტმა მუშაობა
16 ოქტომბერს მას შემდეგ შეწყვიტა, რაც
ძლიერი წვიმის და მდინარე ოღასქურას კალაპოტიდან გადმოსვლის
შედეგად შენობის პირველი
სართული დაიტბორა.
"მთლიანად დაგვეტბორა ნული სართული და დაზიანდა აგრეგატები, უკვე
მიმდინარეობს გაწმენდა და ისეთ ფაზაში, რომ სავარაუდოთ დღესვე
შევძლებთ მომსახურების განახლებას" - აცხადებენ იუსტიციის
სამინისტროში.
სამინისტროს ინფორმაციით, ვიდრე ქუთაისში ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე
მდებარე იუსტრიცის სახლის ფილიალში მუშაობა აღდგება მანდამდე
მომხმარებელთათვის სერვისის მიწოდება სადგურის მოედანი N3ა-ში მდებარე
სერვისცენტრში მოხდება, სადაც იუსტიციის სახლის ოპერატორები
განთავსდებიან და შესაძლებელი იქნება შემდეგი უწყებების სერვისების
სრულად მიღება.
ხოლო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სერვისების მიღება მოქალაქეებს
შეეძლებათ ქ. ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩა N5-ში მდებარე ქონების
მართვის სააგენტოს სერვისცენტრში და შსს მომსახურების სააგენტოს
სერვისის მიღება მომხმარებელს შეეძლება ქ. ქუთაისში, სულხან საბას ქ.
19ბ-ში მდებარე მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრში.
მასალის გამოყენების პირობები