ქუთაისის საბავშვო ბაღებში გამათბობლები ამ დრომდე არ არის
ჩართული. მშობლები ჩვენთან საუბარში განმარტავენ, რომ
ფილიალებში სიცივეა და ბავშვებს ბაღებში ყოველდღე აღარ
უშვებენ.
ააიპ ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანებაში ადასტურებენ, რომ
აღსაზრდელთა დასწრება სასწავლო წლის დაწყების პერიოდში უფრო მეტი იყო,
ვიდრე ახლა. თუმცა, ამის მიუხედავად გაერთიანების დირექტორი, ნანა
ლორთქოფანიძე ამბობს, რომ გათბობის სისტემის ჩართვის საჭიროებას
ვერ ხედავს.
"ტემპერატურიდან გამომდინარე როგორც კი შევატყობთ, რომ ბავშვებისთვის
მეტი სითბოა საჭირო შემდეგ ერთიანად ჩავრთავთ. ერთიანად ჩაირთვება
ყველგან", - ამბობს ნანა ლორთქიფანიძე. თუმცა, ის ჩევნთან საუბარში
ვერ აკონკრეტებს თუ როდის ჩართავს გათბობას.
ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღის ფილიალი და დაახლოებით, 10
000-მდე აღსაზრდელი ირიცხება.
მასალის გამოყენების პირობები