ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან
ათენის მიმართულებით პირდაპირი რეისები შესრულდება.
ავიაკომპანია "ვიზაერი" ახალ მიმართულებით ფრენებს მიმდინარე წლის 17
მაისიდან განახორციელებს.
"ქუთაისი - ათენი ავიარეისები 17 მაისიდან, კვირაში ორი სიხშირით,
ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება,"- აცხადებენ ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტის ოფიციალურ გვერდზე.
მათივე ცნობით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია 53.99 ლარიდან.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, უმსხვილესმა
ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოდან ოპერირების
გაორმაგება დააანონსა.
ქუთაისის აეროპორტში მეორე ხომალდის ბაზირებასთან ერთად ავიაკომპანია
იწყებს პირდაპირ ფრენებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა პრაღა
(ჩეხეთი), ბარსელონა (ესპანეთი), პარიზი - ბუვე (საფრანგეთი), რომი -
ფიუმიჩინო (იტალია) და ათენი (საბერძნეთი).
ქუთაისის საერთშორისო აეროპოტიდან კომპანია "ვიზეარმა"
ახალი ფრენა ვროცალვის მიმართულებისთაც დაამატა. რომლის
განხორციელებაც 2018 წლის მარტიდან დაიუწყება.
ამ დროისთის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისებს
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ვიზეარი" ბერლინის, მემინგემის,
დორტმუნდის, ლონდონის, მილანის, თესალონიკის, ლარნაკას, სოფიას,
ბუდაპეშტის, ვილნიუსის, ვარშავასა და კატოვიცეს მიმართულებით
ხორციელდება.
"ვიზეარი" ქუთაისში 2012 წლიდან ოპერირებს.
მასალის გამოყენების პირობები