ქუთაისში, გამარჯვების მოედანზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი
ადამიანია დაშავდა. ერთ-ერთი არის მცირეწლოვანი, რომელიც
საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავტოავარია ორ მსუბუქ ავტომობილს შორის მოხდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, საქმეზე
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით
აღიძრა. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის
წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო
საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე
დაზიანება.
მასალის გამოყენების პირობები