ქუთაისის N 59-ე საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის
თანამშრომლებმა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს.
საოლქო საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
ხელმძღვანელის, ია იაშვილის თქმით, ეთიკის კოდექსს ხელი კომისიის 13 -
ვე წევრმა მოაწერა.
"თითოეული წევრი აცნობიერებს და იზიარებს, მუშაობის ოთხ ძირითად
პრინციპს," - ამბობს იაშვილი.
მისივე თქმით ეთიკის კოდექსი შემდეგ პრინციპებს ითვალისწინებს, რომ
კომისიის თანამშრომელი: პატივს უნდა სცემდეს კანონს, უნდა იყოს
სამართლიანი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, ასევე უნდა მოქმედებდეს
გამჭვირვალედ და იყოს პროფესიონალი.
ქუთაისის მსგავსად, ეთიკის კოდექსზე ხელმოწერის ცერემონიალი მთელი
საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მას ხელი ყველა საარჩევნო
ადმინისტრაციის თანამშრომელმა მოაწერა.
მასალის გამოყენების პირობები