აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.
ორ დღიანი ღონისძიება სახელწოდებით "თანამედროვე ინტერდისციპლინარიზმი
და ჰუმანიტარული აზროვნება" წერეთლის უნივერსიტეტში უკვე მესამედ
ტარდება.
ორგანიზატორების თქმით, ჰუმანიტარული მეცნიერებების გამყარების კუთხით
კონფერენცია საინტერესოა, როგორც ლექტორებისთვის ასევე,
სტუდენტებისთვის. მასში, როგორც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის
წარმომადგენლები, ასევე, უცხოელი ლექტორებიც წარმოადგნენ
მოხსენებებს.
"წლევანდელი კონფერენციის დევიზი არის ადამიანური პიროვნება
ადამიანური სამყაროსათვის, განათლებული ახალგაზრდა, პატრიოტული
თვითშეგნებით, ინიციატივებით არის სწორედ მთავარი საგანი და ობიექტი
საითკენაც მიემართება სამყარო. სწორედ, ამ თემატიკით არის საინტერსო
კონფერენცია რადგან არის, გამოფენები, შეხვედრები", - განმარტა აკაკი
წერთელის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ირმა ყიფიანმა.
კონფერენციაში 207 მომხსენებელი მონაწილეობს, საიდანაც 204 მოხსენებით
წარსდგება. კონფერენცია საერთაშორისო ხასიათს ატარებს და წელს მასში
ახალ კვლევებს აზერბაიჯანის, ერაყის, ამერიკის, გერმანიის, ავსტრიის,
ჩეხეთის უნივერსიტეტების წარმომადგნელები წარადგნენ.
" არსებობს ასეთი გამოთქმა , რომ საქართველოში ბევრი ფილოლოგია,
მაგრამ ნაკლები ფილოლოგიაა, წერეთლის უნივერსიტეტში ჩატარებული
მსგავსი ღონისძიებ ები კატეგორიალუად უარყოფს ამ მოსაზრებას,
ყოველთვის დიდი მონდომება და მსჯელობა აქ და მე მიხარია რომ ვარ ერთ
ერთი მომხსენებელი" - განმარტა კონფერენციის მისასალმებელ სიტყვაში
საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, მაია ჩხაიძემ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს
დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები