სტუდენტის ცხედარი, რომელიც გერმანიაში საცხოვრებელ ბინაში
გარდაცვლილი იპოვეს, ქუთაისში ჩამოასვენეს.
გარდაცვლილს გერმანიაში სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის
დასკვნის მიხედვით, ახალგაზრდა ბუნებრივი სიკვდილითაა
გარდაცვლილი.
"ბუნებრივი სიკვდილი," - აღნიშნულია დასკვნაში, რომელიც ოჯახს უკვე
ჩაბარდა.
ბახვა იმედაძეს ხუთშაბათს, მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს დაკრძალავენ.
სტუდენტი 2 ოქტომბერს ბინაში
გარდცვლილი იპოვეს.
ის წერეთლის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტი იყო.
გერმანიაში კი სასწავლებლად, გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები