კერძო სპორტული საბავშვო ბაღი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ქუთაისში
გაიხსნა, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, გია გიორგაძის სახლში
ფუნქციონირებს.
საბავშო ბაღის კონსულტანტი მსოფლიო ჩემპიონი, ნონა
გაფრინდაშვილია.
ქუთაისიპოსტის ინფომაციით, კერძო საბავშო ბაღის ერთ-ერთი მესაკუთრე
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ ბაგა-ბაღების
გაერთიანების ხელმძღვანელი, ნანა ლორთქიფანიძეა. თუმცა, მან ჩვენთან
საუბარში ეს არ დაადასტურა.
"არ ვადასტურებ ინფორმაციას," - განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.
საბავშვო ბაღში "ლიდერი" 3 წლიანი აღსაზრდელების სწავლის საფასური 180
ლარს, ხოლო 3 წლის ზემოთ ასაკის 200 ლარს შეადგენს.
სკოლამდელ დაწესებულებაში ტანვარჯიში და ჭადრაკი ისწავლება. ასევე,
ტარდება გამაჯანსაღებელი ვარჯიშები.
მასალის გამოყენების პირობები