ქუთაისში ინფექციურ დაავადებათა და ტუბერკულოზის სამკურნალო ცენტრი
გაიხსნა.
თანამედროვე სამედიცინო დაწესებულება, სადაც მკურნალობა და
ზედამხედველობაა შესაძლებელი, იმერეთისა და მთლიანად დასავლეთ
საქართველოს მოემსახურება.
კლინიკის გახსნის ცერემონია ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტის ჯადაცვის
კომიტეტის თავმჯდომარე, იმერეთის გუბერნიისა და ადგილობრივი
თითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
"ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის" მოწყობისთვის შპს
"ლჯ და კომპანიას" 2016 წლის 1 თებერვლის მთავრობის განკარგულებით,
დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის
95%-ანი წილი საპრივატიზაციო ვალდებულებებით გადაეცა. ახალი ცენტრის
გამართვისთვის კომპანიამ 5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
მასალის გამოყენების პირობები