ახალი ამბები
"აიღეს ქვები და დაუშინეს სახლს" - ქუთაისში მეზობლებს შორის დაპირისპირება გრძელდება
FaceBook

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა N1 ჩიხში მცხოვრები, არკადი ელიგულაშვილი მისი მეზობლების წინააღმდეგ პოლიციისთვის საჩივრით მიმართვას გეგმავს.

საქმე ეხება, თამრ მეფის N1 ჩიხში ე.წ "ექიმების ბინის" მცხოვრებლებსა და მათი მეზობლის არკადი ელიგუალშილს შორის დავას.ამ უკანასკენელის ადვოკატის განცხადებით, "ექიმების ბინის" მცხოვრებლებმა არკადი ელიგუალშვილის სახლს ქვები დაუშინეს და ეზოში მიწა გადაუყარეს, რამაც სახლის კედლები და ფანჯრები დააზიანა.

"მათ თავხდეობას არ აქვს საზღვარი. იძახიან ჩვენია ეს მიწა და გვართმევთო. აიღეს ქვები და დაუშინეს სახლს. განადგურებულია კედლები. მეტის მოთმენა აღარ შეიძლება", - ამბობს არკადი ელიგულაშვილის ადვოკატი, ნინო მეფარიშვილი.

ე.წ. ექინების ბინასა და მათ მეზობელ ცეზარ ელიგულაშვილს შორის სასამართლო დავა უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. არკადი ელიგულაშვილი კი, ცეზარ ელიგულაშვილის შვილია. სასამართლო დავა მიწის ნაკვეთს ეხება, რომელიც ამ დროისთვის  ე.წ. ექიმების ბინის მესაკუთრეთა ტერიტორიაზეა. ცეზარ ელიგულაშვილის თქმით, კი მიწის ნაკვეთი მას ეკუთვნის, რასაც ექიმების ბინის მცოვრებელები უარყოფენ საქმის გამოძიებისთვის კი მათ სასამართლოს მიმართეს. სადაც პირველმა და მეორე ინსტანციის სასამარტლომ ელიგულაშვილის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელე მხარემ
უზენაეს სასამართლოში გააჩივრა. თუმცა, პროცესი ჯერ არ გამართულა. 

თამარ მეფის  ქუჩა N1 ჩიხში ე.წ.  "ექიმების ბინაში" მცხოვრებლებმა 30 სექტემბერს აქცია გამართეს. ისინი მისი მეზობლის მხრიდან ღობის დანგრევას და მიწის მითვისებას აპროტესტებდნენ და აცხადებენ, რომ მათი მეზობელი ცეზარ ელიგულაშვილი მათ საკუთრებაში არსებული მიწის მითვისებას უკანონოდ ცდილობს.
"გუშინ ღამათ დაიწყეს მიწის მონგრევა მთელი ღამე არ გვეძინა რომ არ მოსულიყვნენ და არ დაენგრიათ მიწა. გამოვიძახეთ პატრული და მათი მოსვლის მერე შეაჩერეს მუშაობა მუშაობმა" - ამბობს თამარ მეფის #1 ჩიხში მცხოვრები, ირა ივაკროტენკო.

ცეზარ ელიგულაშვილის ადვოკატის, ნინო მეფარიშვილის განცხადებით, ცეზარ ელიგულაშვილის შვილი არკადი , რომელიც ისრაელიდან საქართველოში ახლახანს ჩამოვიდა, ღობის განახლებას და გაწმენდაც ცდილობს და სამუშაოები სწორედ ამიტომ მიმდინარეობს. 

თამარ მეფის #1 ჩიხის #7 ბინის მცხოვრებლებს და ცეზარ ელიგულაშვილს შორის სადაო ტერიტორიაზე დავა უკვე 2 წელია მიმდინარეობს. ბინის მესაკუთრეები ამბობენ, რომ ელიგულაშვილმა დაახლოებით 25 კვ.მ მიწის ნაკვეთი უკანონოდ მიითვისა.

ამასთანავე, ადგილობრივები შიშობენ, რომ მათი მეზობელი მიწის სადავო მონაკვეთზე არსებულ 12 ძირი მრავალწლოვან ნაძვის ხეს მოჭრის.
აღნიშნულ საკითზე დავა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს.


ამავე თემაზე:


ღობის დანგრევა და მიწის მისაკუთრება - თამარ მეფის ქუჩაზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

სამეზობლო დავა და ტერიტორია, რომელსაც, შესაძლოა, მრავალწლოვანი ხეები შეეწიროს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.