საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქუთაისის განყოფილებას
160 თანამშრომელი ჰყავს.
სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სააგენტოში მაქსიმალური
ხელფასის რაოდენობა 2 705 ლარია, რომელიც სააგენტოს დირექტორის
ანაზღუარებას წარმოადგენს, ხოლო, მინიმალური სახელფასო განაკვეთი 85
ლარით განისაზღვრება, რაც დამხმარე მოსამსახურის, მუშის, ხელოსნისა და
დამლაგებლის ხელფასია.
უწყებისვე ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქუთაისის სახანძრო-სამაშველო
განყოფილებას მხოლოდ ერთი სახეობის, 707 ლარის ღირებულების 5 ცალი
გამაფრქვეველი ლულა გადაეცა, იმერეთის მასშტაბით კი, სამმართველოსთვის
გადაცემული ტექნიკის ღირებულებამ 2 125 ლარი შეადგინა.
იმერეთის მასშტაბით, სააგენტოში სულ 459 ადამიანი დასაქმებული.
მასალის გამოყენების პირობები