ახალი ამბები
ჭიათურაში სოფელ პერევისას დახურულ კარიერზე აკაციის ტყე გაშენდება
FaceBook
ასოციაცია "ჭიათურელთა კავშირმა" სოფელ პერევისაში ე.წ "ნაფარცხევის" დახურულ კარიერზე, შპს "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ ჩატარებული სარეკულტივაციო სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.

ორგანიზაციის ცნობით, რეკულტივაცია 10 000 კვ.მ ფართობს ჩაუტარდა, სადაც მანგანუმის შლამი შეიტანეს.

"პროექტის ერთ-ერთი მიმართულება რეკულტივაციის მონიტორინგია, რომელიც დაიწყო "ჯორჯიან მანგანეზმა" და გეგმავენ უფრო ფართო მასშტაბები მისცენ სამუშაოებს. მათი ცნობით, მალე დაიწყება რეკულტივაცია სოფელ ზედა რგანში, სადაც ნიადაგი კარიერული წესით გადაიხსნა, თუმცა, ჩვენი აქტიურობის შედეგად, კომპანიის მმართველმა სამუშაოები შეაჩერა," - ამბობს ასოციაცია "ჭიათურელთა კავშირის" ხელმძღვანელი, შოთა გაფრინდაშვილი.

შპს "ჯორჯიან მანგანეზში" კი ამბობენ, რომ სოფელ პერევისაში ე.წ "ნაფარცხევის" დახურულ კარიერის ტერიტორიაზე სასუქად მანგანუმის შლამი გამოიყენეს. თუმცა, კომპანიის აგრონომი, ავთო შეყილაძე განმარტავს, რომ მანგანუმის შლამის გამოყენებას დოზების დაცვა ჭირდება, რომ ზესმეტმა რაოდენობამ ზიანი არ მიაყენოს გარემოს.

"ამ ადგილზე ნიადაგში, ძირითადად, არის კვარცის ქვიშა. თუმცა, მიუხედავად ამისა აკაცია აქ კარგად ხარობს. ამის შემდგეგ ტერიტორია შემოიღობება და დავაკვირდებით როგორ გაიზრდება მცენარე იმ ადგილებში, სადაც მანგანუმის შლამი დიდი დოზითაა და იქ, სადაც ნაკლებია,"- განმარტავს შპს "ჯორჯიან მანგანეზის" რეკულტივაციის სამსახურის აგრონომი, ავთო შეყილაძე.

"ჭიათურელთა კავშირმა" მონიტორინგი პროექტის - "ახალგაზრდების და ქალების გაძლიერება და მათი ჩართვა ბუნებრივი რესურსების მართვაში ჭიათურის მუნიციპალიტეტში" ფარგლებში განახორციელა, რომლის მხარდამჭერი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა გახლავთ. პროექტი 2018 წლის მაისში დასრულდება.

"ჯორჯიან მანგანეზი", რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამთო მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს, 2013–2016 წლებში გარემოზე მიყენებული მავნე ზემოქმედებისთვის 357 282 133, 52 ლარით დააჯარიმა.

მიმდინარე წლის მაისში საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, შპს "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალური მმართველი დანიშნეს. პოსტი საწარმოს ყოფილ წარმომადგენელს, ნიკოლოზ ჩიქოვანს ჩააბარეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.