ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა #1 ჩიხში მცხოვრებლებმა ბინის საზღვართან
მდებარე ღობის ნაწილის მოხსნა გააპროტესტეს, რის გამოც საპატრულო
პოლიცია გამოიძახეს.
საქმე ეხება, თამარ მეფის ქუჩის #1 ჩიხის ბინა #7-ში ე.წ. "ექიმების
ბინის" ეზოს. სადაც, ადგილობრივების თქმით, ღობე (მათ
საცხოვრებელსა და კერძო მესაკუთრე ცეზარ ელიგულაშვილს
სახლს ყოფდა) ელიგულაშვილმა უკანონოდ დაანგრია და ბინის ნაწილიც
მიითვისა.
"იმ ღამით წვინდა საშინლად არაფერი გავიგია, ისე დაანგრიეს 4 მეტრამდე
სიგრძის კედელი. შემდეგ შემთხვევით გავიგეთ გამოვედით და აღმოჩნდა,
რომ კედელთან ერთად აღარ იყო ჩვენი მიწის ნაწილით. მიწაც ჩაანგრის,
რომ მიითვისონ და ნაგავი ჩვენ ეზოში დაყარეს აქედან გავიტანთო. ჩვენ
ავდექით და ის ნაგავი ისევ ეზოში გადავუყარეთ", - ამბობს
ჩვენთან საუბარში, თამარ მეფის #1 ჩიხში მცხოვრები, ირმა გაბუნია.
ადგილობრივების თქმით, მუშები დღესაც მივიდნენ და ღობის დარჩენულ
ნაწილს ანგრევდნენ, რის გამოც საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
ისინი სამართალდამცავებისგან ცეზარ ელიგულაშვილის და მის მიერ
დაქირავებული მუშების შეჩერებას ითხოვდნენ.
საპარტულო პოლიციის მოსვლის დროს ბინის ერთა-ერთმა მცხოვრებმა, ჟუჟუნა
მახათაძემ განაცხადა, რომ ღობის ჩამონგრევა იმ
სამშენებლო კომპანიის დაკვეთით მოხდა, რომელიც
ცეზარ ელიგულაშვილის სახლის გვერდით მრავალსართულიან საცხოვრებელ
ბინას აშენებს.
საპატრულო პოლიიცის წარმომადგენლები სამშენებლო კომპანიის
წამომადგენელს გაესაუბრენ, თუმცა მათი თქმით, ღობის დანგრევასთან
სამშენებლო კომპანიას კავშირი არ აქვს.
საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართლადარღვევის საკუთრების
ხელყოფასა და დანაგვიანებაზე ოქმი შეადგინა. ხოლო მსგავსი ფაქტის
განმეორების შემთხვევაში ადგილობრივებს სასამართლოსთვის მიმართვა
ურჩია.
ჩვენ ცეზარ ელიგულაშვილის ადვოკატთან ნინო მეფარიძესთან დაკავშირება
რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით. სახლის მეპატრონე ცეზარ
ელიგულაშვილი კი ისრაელში იმყოფება.
თამარ მეფის #1 ჩიხის #7 ბინის მცხოვრებლებს და ცეზარ ელიგულაშვილს
შორის სადაო ტერიტორიაზე დავა უკვე 2 წელია
მიმდინარეობს. ბინის მესაკუთრეები ამბობენ, რომ ელიგულაშვილმა
დაახლოებით 25 კვ.მ მიწის ნაკვეთი უკანონოდ მიითვისა.
ამასთანავე, ადგილობრივები შიშობენ, რომ მათი მეზობელი მიწის სადავო
მონაკვეთზე არსებულ 12 ძირი მრავალწლოვან ნაძვის ხეს მოჭრის.
აღნიშნულ საკითზე დავა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები