"ევროპული საქართველოს" წყალტუბოს მერობის კანდიდატის, სევერიან
გორდულაძის მეუღლე ამავე
პარტიის მიერ #58 წყალტუბოს საოლქო
საარჩევნო კომისიის წევრია.
ეს იმ ერთ-ერთ საკითხთაგანია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია
"სამართლიანმა არჩევნების" (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე
შუალედური
ანგარიშში მოხვდა.
სევერიან გორდულაძის მეუღლის, ბელა ბერაძის კომისიაში დანიშვნის ფაქტს
წყალტუბოს #58-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დასაშვებად
მიიჩნევენ.
წყალტუბოს #58 -ე საოლქო საარჩევნო
კომისიაში განმარტავენ, რომ მერობის კანდიდატის მეუღლის
კომიის წევრობა დარღვევა არაა, რადგან მათი თქმით, მისი დანიშვნა 2012
წლის 9 მარტის დადგენილებით დამტკიცებული ეთიკის კოდექსის მიხედვით
მოხდა.
"კომისიაში მისი რეგისტრაციიდან ხუთი დღის ვადაში ბელამ დაწერა
განცხადება, რომ შემდეგ პრობლემა არ შექმნილიყო. განცხადებაში
მითითებული ჰქონდა მისი ოჯახის წევრის სტატუსი, რაც დასაშვებად იქნა
ცნობილი", - ამბობს #58-ე წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის
მდივანი, ლოლა ფანცხავა.
29 სექტემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოებამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების
წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში
გამოაქვეყნა. აღნიშნული კვლევის მიხედვით, რომელიც
მიმდინარე წლის 5-დან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს,
წყალტუბოს გარდა, იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტი მოხვდა, მათ შორის
ქუთაისიც.
ამავე თემაზე:
ქუთაისის მერიის იურიდიული
სამსახურის უფროსის წინააღმდეგ ცესკოში საჩივარი შევიდა
მასალის გამოყენების პირობები