"ჯორჯიან სერვის გრუპ-2007" -მა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე
ფილიალი გახსნა.
კომპანია ბიზნეს პროცესების აუტსორსინგს ახორციელებს და გარე
რესურსების მოზიდვაზეა ორიენტირებული. ქვეყნებში გახსნის ცერემონიაზე
თავად კომპანიის, პროგრამა "აწარმოე საქართველოში", ადგილობრივი
თვითმმართველობის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"100 %-იანი ექსპორტის სერვისს ვაწარმოებთ მთელი ევროპის მასშტაბით.
270 ადამიანი დასაქმებული თბილისში, ქუთაისში ჯერჯერობით - 30.
თანამშრომლებს, ძირითადად, უცხოელი მომხმარებლების ელ-ფოსტაზე და
სატელეფონო ზარებზე პასუხი ევალებათ.
ჩვენი მიზანია, რომ ეს რიცხვი 100-მდე გავზარდოთ დღეიდან. ჩვენს
კომპანიაში დასაქმებულები ევროპელ მომხამრებლებს მოემსახურებიან,
როგორც სატელეფონო, ასევე, წერილობითი სახით", - ამბობს კომპანიის
დამფუძნებელი, ვახტანგ ბარდაველიძე.
"ჯორჯიან სერვის გრუპ-2007" პირველი აუტსორსული კომპანიაა
საქართველოში, რომელიც 10 წელია ევროპულ ბაზარს ხარისხიან
მომსახურებას სთავაზობს. ამჟამად, საქართველოში
GSG 300 თანამშრომლით ყველაზე დიდი და მზარდი მომხმარებელთან
ურთიერთობის კომპანიაა. 2007 წლიდან "ჯორჯიან სერვის გრუპ-2007"
გერმანული ონლაინ მაღაზია "
“Zooplus”"-ის
სერვის პროვაიდერია, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით კლიენტებს უწევს
მომსახურებას. ამჟამად კომპანიაში 9 ენობრივი დეპარტამენტი
ფუნქციონირებს:
გერმანული, ფრანგული, ინგლისური, ესპანური, იტალიური, თურქული,
პოლონური, ბერძნული, რუსული. ყოველდღიურად
GSG-ში მუშავდება 37 500 დავალება, კერძოდ, 11 000 წერილი, 12
500 ზარი და 14 000 დამატებითი დავალება.
Zooplus-ის ყოველწლიური 37 %-იანი ზრდის პარალელურად
წარმატებით ვითარდება
"ჯორჯიან სერვის გრუპი_2007" და იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოსა და აკაკი
წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ამ დროისთვის
ქუთაისის ფილიალისთვის მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის
პოზიციაზე 30 თანამშრომელია შერჩეული.
ერთი წლის განმავლობაში "ჯორჯიან სერვის გრუპ-2007" ქუთაისის ფილიალში
100 სამუშაო ადგილს შექმნის.
მასალის გამოყენების პირობები