ახალი ამბები
ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზის გაყვანა მიმდინარეობს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტეტის მშენებლობის ადგილამდე მისასვლელი გზის მოწესრიგება დაიწყო. საუბარია, ჰერმან გმაინერის ქუჩიდან (საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ბაზის მიმდებარე ტერიტორია ) მუხნარის ტერიტორიაზე ახალი გზის გაყვანაზე. 
ადგილზე დასაქმებულებმა განგვიმარტეს, რომ რიონის დასახლებაში გზის გაყვანის სამუშაოები 20 სექტემბრიდან  დაიწყეს.  სამუშაობს ასოციაცია  "ატუ" ახორციელებს.



საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან  ტექნოლოგიური 
უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზა


ასოციაციის წარმომადგენელ დევიკო აბრამიშვილის ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ უნივერსიტეტის მშენებლობის ადგილემდე მისასვლელი გზა თავიდან გაიყვანეს, რადგან ტერიტორიაზე მანქანით სამოძრაო გზა ამდრომდე არ არსებობდა.

"20 რიცხვში დავიწყეთ სამუშაობი, უნდა დავყაროთ სილა და მოვასწოროთ ზედაპირი, რომ შესაძლებელი გახდეს მშენებლობის დაწყება", - ამბობს ასოციაცია "ატუს" წარმომადგენელი, დევიკო აბრამიშვილი.

მისი თქმით, 3 კილომეტრიანი გზა, რომელიც ქუთაისის ცენტრალური გზა ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუკავშირდება თითქმის დასრულებულია.
"დაახლოებით დაგვრჩა 600-მდე მეტრი მეტი არ იქნება, ამისთვის 4-5 დღე საკმარისია", - ამბობს დევიკო აბრამიშვილი.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თემურ მურღულიას თქმით, სასწავლებლის შენობის მშენებლობა გზის მოწესრიგების დასრულების  შემდეგ დაიწყება.

"ოქტომბერში უკვე იწყევა სამუშაობი. მოხდება ელექტროენერგიის და გზის მოწესრიგება. 10-15 ოქტომბრისთვის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება", - განაცხადა  27 სექტემბერს ქუთაისში ვიზიტად მყოფმა თემურ მურღულიამ.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.

პროექტზე 500 მილიონი დოლარი დაიხარჯება. უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.

პროექტის მიხედვით, უნივერსიტეტის კორპუსი ხუთსართულიანი იქნება. მისი სიგრძე 200 მეტრი ექნება, სიგანე კი -150მ.


ამავე თემაზე:


ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება (ვიდეო)

უძილაური: ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ზაფხულზე დაიწყება (ფოტო)


ქუთაისის საკრებულო დღეს საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელებს

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პროექტის პრეზენტაციიდან ორი თვის შემდეგ (ფოტო)

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ამსახველი ბანერები ცენტრალურ ბაღში - ფოტო

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელი პროფესორები იმუშავებენ

"არც ერთი ხე არ მოიჭრება" - ქუთაისის მერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო (ფოტო)

არაშენებულ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსების მშენებლობა აგვისტოს ბოლოდან დაიწყება

რა ხდება ადგილზე, სადაც აგვისტოს ბოლოდან ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.