ნარკომანიის წინააღმდეგ ახალი პრგრამა ამოქმედდება, რომლის
მიხედვითაც, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ადგილობრივი
თვითმმართველობებიც ჩაერთვებიან.
პროგრამას ნარკომანიის პრევენციული პროგრამების დაგეგმვისა და
განხორციელებისთვის, პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად,
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
განახორციელებს.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა კილაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში
განმარტავს, ამ პროგრამის სიახლე იმ მიდგომაშია, რომ ნაკრომანიასთან
ბრძოლაში ადგილობრივი თთვითმმართველობებიც ჩაერთვებიან.
"საგრანტო პროექტი, რომელიც ხორციელდება პოლონეთის ჯანმრთელობის
დაცვის სამინისტროს და ანტინარკოტიკული ბიუროს მიერ, ხოლო მათი
პარტნიორი ორგანიზაცია ვართ ჩვენ. აუცილებელია არსებობდეს
საგანმანათლებლო პროგრამები ცენტრლიზებულ დონეზე, მაგრამ აუცილებელია
ამ მიმართულებით მუშაობდნენ ადგილობრივ დონეზეც. ამაში იგულისხმება
პროგრამების შექმნის, მართვის და განხორციელების უნარების შეძენა,
რომელიც თავად მუნიციპალიტეტებში დაინერგოს და გაუწიოს მას ლობირება,
აი ამ იდეის დანერგვა და კულტივირება გახლავთ პროექტის მიზანი, რათა
ნარკომანიასთან ბრძოლა იყოს უფრო ეფექტიანი," - ამბობს არასამთავრობო
ორგანიზაცია "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის
ცენტრის" ხელმძღვანელი, ლაშა კილაძე.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით,
სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან 40 პირი ეტაპობრივად
გადამზადდება.
ნარკოლოგები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები
ადგილობრივი პრევენციული პროგრამების დაგეგმვის, შექმნისა და
დანერგვის მიმართულებით სპეციალურ სწავლებას გაივლიან. ხოლო
გადამზადების პროგრამა ეტაპობრივად 2017 წლის სექტემბრიდან ნოემბრის
ჩათვლით მოხდება.
პროექტის ავტორების თქმიით, საგანმანათლებლო პროგრამები აუცილებელია
გატარდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკების მოხმარების
აგრესიული პროპაგანდა სწორად იქნეს გაგებული.
"სოციალურ სივრცეშიც და მედიაშიც აქტიურად არის, სამწუხაროდ,
წარმოდგენილი ნარკოტიკების მოხმარების აგრესიული პროპაგანდა, რაც არ
უნდა იყოს აღქმული, როგორც ნარკოტიკების გამოყენების დაშვებულება, არ
უნდა შეიქმნას მცდარი წარმოდგენა, იმაზე რომ თითქოს ნებისმიერი
ნარკოტიკი ზიანის მიმყენებელი არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის,
ნებისმიერი დოზით და ის რომ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია არ აისახოს
ნარკომანიის პროპაგანდაში და ნარკომანიის უფრო მეტად გავრცელებაში
ჩვენს ქვეყანაში," - განმარტავს ლაშა კილაძე.
ხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ქუთაისის ადგილობრივ
თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მათი მხრიდან პროექტის მხარდაჭერა
ამ ეტაპზე შენობის გადაცემით შემოიფარგლა.
"ბარათაშვილის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატიული საავადმყოფოს შენობა, ორი
წლის ვადით, უზუფრუქტის ფორმით გადაეცა ცენტრს. რაც შეეხება უშუალოდ
პროექტში მონაწილეობასა და ჩართვას, ეს სამომავლო საკითხია," -
განმარტეს ქუთაისის მერიის პრესსამსახურში.
მასალის გამოყენების პირობები