ახალი ამბები
მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ცენტრალური ბაღში მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიება, რომელიც საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა 14:00 საათზე ბრიტანელი მეცნიერების ჯგუფის Sientific Sue-სწარმოდგენით გაიხსნა.

სცენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქიმიური ნაერთები, რომელზეც ცდების ჩატარება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ასევე, ფესტივალზე, სხვადასხვა სანახაობებით წარმოდგენილი იყო 12 მონაწილე. მათ შორის იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სასწავლებლის მიერ სპეციალურად წარმოდგენილ კარვებში სტუდენტები სხვადასხვა ცდებს თუ სანახაბებს ატარებდნენ. ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მისულებს შესაძლებლობა ჰქონდათ მშრალი ყინულით, ელექტრული ველით, თუ 3D პრინტერით წარმოდგენილ ცდებში მონაწილება მიეღოთ.



წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის  გიორგი ღავთაძის თქმით, მსგავსი ღონისძიებები სტუნდტებსა თუ მოსწავლეებში მეცნიერების მიმართა სიყვარულს აღვივებს.

"წელს სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რადგან ფესტივალი ქუთაისშიც ჩატარდა.  მისი მიზანია ბავშვების მოტივაციის გაზრდა და ცოდნის გამოყენება. ჩვენ დღეს 15-მდე კარავი და ამდენივე განსხვავებული სანახაობა წარმოვადგინეთ", -  განმარტა რექტორმა. 

ფესტივალზე, ასევე, ქიმიურ ლაბორატორიით და ცდებით იყო წარმოდგენილი ზესტაფონის კერძო სკოლა "ანაბასის"  მოსწავლეები. მოსწავლეებმა კინეტიკური ქვიშით, ცეცხლით და კვამლით სტუმრებს მრავალფეროვანი სანახაობა შესთავაზეს.

"სკოლა უკვე მესამედ იღებს მონაწილებას მსგავს ღონისძიებაში. უხარიათ მოსწავლეებს ცდების ჩატარება და მოსულ სტუმრებსაც ძალიან აინტერესებთ თუ როგორი იქნება საბოლოო შედეგი", - ამბობს ზესტაფონის კერძო სკოლა "ანბასის" სკოლის დირექტორი, ქეთევან ედიბერიძე.

ფესტივალზე ერთ-ერთი ქიმიური ცდა საკუთარი ხელით ჩაატარა მე-11 კალასის მოსწავლემ ელენე როინიშვილმა. მისი თქმით, ცდების ჩატარება სახალისოა და ეს მის თანატოლებსაც მოსწონთ.

"უკვე მესამედ მივიღე მონაწილება და ჩავატარე ცდა, რომელიც თან საინტერესოა თან სახალისო", - ამბობს ელენე ედიბერიძე.

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში "მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალს" ქუთაისის და იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლის ასობით მოსწავლე დაესწრო.

"სანახაობები ძალიან კარგია, ძალიან მოგვწონს. საინტერესო იყო ქიმიური ლაბორატორია",- ამბობს ქუთაისის #30 საჯარო სკოლის მოსწავლე, გულნარა კეტიაშვილი.

ფესტივალს დაესწრო საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია. მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომი არ არის მსგავსი ფესტივალი.

"გადავწყვიტეთ არ შემოგვეფარგლა ფესტივალი თბილისით და აქ ჩამოვედით. ქუთაისი არის მეცნიერების და ინჟინერიის ქალაქი და არ გამიკვირდა ამდენი დამსწრე რომ დამხვდა", - ამბობს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია.

მეცნირების და ინოვაციების ფესტივალი ქუთაისის ცენტრალურ ბაღში საღამოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.