"ლეიბორისტულმა პარტიამ" მერობის კანდიდატად საკრებულოს მოქმედი
დეპუტატი, სამსონ გუგავა ოფიციალურად დასახელა.
წარდგენა 25 სექტემბერს, ქუთაისის მერიის წინ გაიმართა.
უკვე ცნობილია პარტიის საკრებულოს პროპორციული სიაც, რომელიც პარტიამ
16 კანდიდატით დააკომპლექტა.
სიის სათავეში სამსონ გუგავაა. პარტიის ათეული კი
ასე გამოიყურება:
სამსონ გუგავა
მერაბ ჭუმბურიძე
ირაკლი კიკვაძე
ზურაბ ძნელაძე
დავით სოფრომაძე
მირზა ბრეგაძე
ნელი ციბაძე
გოჩა ნიკოლაძე
ნელი გოდუაძე
ქეთევან გიორგაძე
ასევე ცნობილია, ვინ იბრძოლებს
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის
"ლეიბორისტული პარტიის" სახელით.
მასალის გამოყენების პირობები