ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სამი სალონი
გაძარცვეს.
ობიექტები წუხელ გატეხეს და ფაქტის შესახებ მეპატრონეებმა 25
სექტმებრს, დილით მას შემდეგ გაიგეს, რაც ისინი სამსახურში
მივიდნენ.
სალონში დასაქმებულების ინფორმაციით, ერთი სალონიდან 500, ხოლო
მეორედან 200 ლარამდე თანხაა წაღებული. მესამე ობიექტიდან კი არაფერი
წაუღიათ.
ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება. მომხდარზე გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას
გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები