ქუთაისში, "City Game”-ის თამაშზე 315 ლარი შემოვიდა და ის
მოხუცთა თავშესაფარს მოხმარდება. ხოლო, საქველმოქმედო თამაშის
გამარჯვებული ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესი" გახდა. ამ
სკოლის გარდა პროექტში სულ 20 გუნდი მონაწილეობდა
"City game" მოხალისეობის განვითარების პროგრამის ,,საქართველოს
მოხალისე" ფარგლებში იყო ორგანიზებული. პროგრამა საქართველოს
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ხორცილედება, იმერეთში
პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების
ცენტრი.
ბაქარ ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები