ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში რამაზ
შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა.
ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდა. თამაში
ქუთაისელების უპირატესობით დაიწყო, "ტორპედოს" მომენტები ერთმანეთზე
მიყოლებით ექმნებოდა, თუმცა ნუკრი რევიშვილის კარს რეალური ხიფათი არ
დამუქრებია. თბილისელები ხან მეკარემ, ხან ძელმა და ხანაც არაზუსტმა
დარტყმებმა იხსნა. მეორე ტაიმში "დინამო" შედარებით გააქტიურდა რამაც
62 წუთზე სახიფათო ჯარიმა მოუტანა თბილისელებს. ჯარიმა გოლად ლაშა
თოთაძემ აქცია და ტაბლოზე ანგარიში შეცვალა, 0:1 "დინამოს"
სასარგებლოდ.
გაშვებული გოლის შემდეგ "ტორპედო" ძლიერ გააქტიურდა, რამაც თამაშის
მიწურულს შედეგიც გამოიღო. ლაშა კუჭუხიძემ ანგარიში გაათანაბრა. ამ
ანგარიშით გუნდებს შორის სხვაობა ისევ 6 ქულა რჩება.
ბაქარ ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები