"არნოლდ კლასიკის" ევროპის ჩემპიონატში, რომელიც ქალაქ ბარსელონაში
გაიმართა ქუთაისელმა სპორტსმენმა გივი მარგველაშვილმა 66 კგ
წონით კატეგორიაში 1 ადგილი, ხოლო აბსოლუტურ წონით კატეგორიაში
მე-11-ე ადგილი დაიკავა.
კარგი შედეგი აჩვენა მეორე ქართველმა სპორტსმენმა რუბენ
ქარქუსაშვილმა, რომელმაც 123 კგ წონით კატეგორიაში მესამე, აბსოლუტურ
წონით კატეგორიაში კი მე- 8-ე ადგილი დაიკავა.
სპორტსმენები ძალისმიერი სამჭიდის სახეობაში ასპრეზობდნენ.
გამარჯვებული სპორტსმენები გაწეული დახმარებისთვის მადლობას
საქართველოს
ათლეტიზმის ფედერაციას უხდიან.
მასალის გამოყენების პირობები