ძლიერმა წვიმამ ქუთაისში ქალქის ცენტარალურ ნაწილზე
მდებარე სავაჭრო ობიექტები დატბორა.
განსაკუთრებით დაზიანდა ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე
კომერციული ობიექტი.
როგორც მაღაზიის მეპატრონეები აცხადებენ ძლიერი წვიმის დროს სანიაღრე
არხები გაივსო, რის შედეგადაც დაგროვებული წყლის ტალღა მაღაზიებში
შევარდა.
"ძლიერი წვიმის დროს ყოველთვის იტბორება ფალიაშვილის ქუჩა, თუმცა,
ბოლო 5 წლის მანძილზე მსგავსი შემთხვევა ამ მაღაზიაში არ მქონია.
საქონლის დაახლოებით 80% გაფუჭდა და უარგისია. უკვე მერამდენე წელია
რა ვერ მოიფიქრეს ამ სანიაღვრეების გაკეთება", - ამბობს ერთ-ერთი
მაღაზიის მფლობელი.
ფალიაშვილის ქუჩა #11-ში მდებარე მაღაზია
ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ფეხსაცმელების მაღაზია, რომელიც
დაიტბორა
ფალიაშვილის ქუჩა #31-ში მდებრე სავაჭრო ობიექტი
"ფეხსაცმელების უმეტესობა გაფუჭებულია, ეს ყველაფერი იმის
ბრალია, რომ საკანალიზაციო არხმა არ გაატარა წვიმის უხვი
ნალექი".
ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფება ფლიაშვილის ქუჩა N11-ში მდებარე
ფეხსაცმელების სავაჭრო ობიექტი, რომლის მეპატრონემაც სამაშველო
სამსახურს დახმარება სთხოვა.
"ჩვენი ძალებით ამოვტუმბეთ წყალი"
ქუთაისის ააიპ სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის უფროსი, გიორგი მჟავანაძე განმარტავს რომ, ფალიაშვილის
ქუჩაზე მაღაზიიის დატბორვა იმან გამოიწვია რომ ქუჩაზე მდებარე
სანიაღვრე არხმა ერთბაშად მოსული უხვი ნალექი ვერ გაატარა.
"თვითონ სანიაღვრეს არანაირი პრობლემა არ ქონდა უბრალოდ უხვი ნალექი,
რომელმაც სტიქიის სახე მიიღო ერთბაშად ვერ გაატარა სანიაღვრემ, ჩვენი
ადგილზე მისვლის დროს ობიექტის მეპატრონეებს თავისი ძალებით ჰქონდათ
გათავისუფლებული მაღაზიები ჩასული წყლით", - განმარტავს გიორგი
მჟავანაძე.
მისი თქმით, კომპანია მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, სადაც ცხელი
წერტილები იყო და ადგილზე შესაბამისი ტექნიკაც იყო
მობილიზებული.
მასალის გამოყენების პირობები