ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო სუბიექტად დარეგიტრირებაზე 4
პარტიას უარი უთხრა.
ეს პარტიებია: "საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის
დაძლევის პარტია", ახალი პოლიტიკური გაერთიანება - "გირჩი",
"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" და" საქართველოს
კომუნისტურიპარტიას".
მათ შორის, ბოლო ორმა პარტიამ რეგისტრაციის გაუქმება თავად
მოითხოვა. "გირჩს" ცესკომ უარი ხარვეზის გასწორების მიზნით
მხარდამჭერთა სიების არმიწოდების გამო უთხრა, ხოლო "საქართველოს
ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტიიდან" კი,
საარჩევნო ადმინისტრაციაში განაცხადი რეგისტრაციაზე
არაუფლებამოსილმა პირმა შეიტანა., რის გამოც მათ არჩევნებში
მონაწილეობის უფლება არ მიეცათ.
ცესკომ საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია უკვე დაასრულა. 21
სექტემებრს კი ასევე, ამოიწურა პოლიტიკური პარტიების
პროპორციული სიების წარდგენის ვადაც.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს
ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები