თერჯოლაში, სადაც სამხედრო პოლიგონია, ამ დრომდე
ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება, რადგან სამშველო ბრიგადა
შემთხვევის ადგილზე ჭურვების შესაძლო აფეთების გამო ვერ შედის.
ცეცხლი, რომელიც დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა ბალახს და
ბუჩქანარს უკიდია.
"ეს არის სამხედრო ბაზა, სადაც არის აუფეთქებელი ჭურვები, რომლის
აფეთქების საშიშროება დიდია. ამიტომ, ამ დროისთვის ადგილზე
სახანძრო-სამაშველო სამსახური მობილიზებულია და მიმდინარეობს
მოკვლევა. თუმცა, მათი ადგილზე შეშვება ვერ ხერხდება, რადგან
სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია", - აცხადებს ჩვენთან
საუბარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურის
ხელმძღვანელი, ნინო თოლორდავა.
თერჯოლის მუნიპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში, სამხედრო პოლიგონზე ტყეში
ხანძარი
დღეს გაჩნდა. სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ
ადგილზე ქუთაისის და წყალტუბოს სამაშველო სამსახურის ჯგუფებია
მობილიზებული.
მასალის გამოყენების პირობები