ქუთაისში, პარლამენტთან ბუნებრივი აირის გაძვირება
გააპროტესტეს.
"ბურჯანაძე-კუკავას გაერთიანებული გუნდის" ქუთაისის მერობის კანდიდატი
და პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის
ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ კომპეტენტური აუდიტის დანიშვნა მოითხოვა,
რომელიც შეამოწმებს რეალურია თუ არა გაძვირებული ტარიფი.
"მოვითხოვთ დაინიშნოს კომპეტენტური აუდიტი, რომელიც შეამოწმებს და
იტყვის რეალურია თუ არა ეს დაწესებული ფასი. მთავარია ხალხი
დარწმუნდეს იმაში, რომ მათ ხელისუფლება ატყავებს", - ამბობს გოგი
წულაია.
მისივე თქმით, თუ ახლა ხალხი ხელისუფლებას ძალას არ დაანახებს, ის
დენისა და წყლის ტარიფის გაძვირებასაც აანონსებს.
გოგი წულაიას თქმით მომდევნო აქცია მაშინ გაიმართება, როცა გაზის
გაძვირების წინააღმდეგ ხელმომწერების რაოდენობა 30 000-ს
მიაღწევს.
იმერეთში რეგისტრირებული 133 600 აბონენტი გაძვირებული გაზის ტარიფს
20 ივლისიდან იხდის. სემეკის ინფორმაციით, რეგიონებში ბუნებრივი აირის
ტარიფი 2 თეთრამდე გაიზარდა. ჯამში, საქართველოს მასშტაბით, ერთ კუბურ
მეტრ ბუნებრივ აირზე გადასახადი 7-დან 11 თეთრამდე გაიზარდა. შეცვლილი
ტარიფები 2018 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.
ამავე თემაზე:
გოგი წულაია გაზის ტარიფის გაძვირების გასაპროტესტებელ აქციებს 20
სექტემბრიდან აანონსებს
ქუთაისში გაზის ტარიფის გაძვირება ათამდე
ადამიანმა გააპროტესტა
20 ივლისიდან იმერეთის აბონენტებს
ბუნებრივ აირზე გაზრდილი საფასურის გადახდა
მოუწევთ
მასალის გამოყენების პირობები