ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მერია რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს.
1 ივნისს მთელი დღის მანძილზე ბესარიონ გაბაშვილის( ე.წ. გორის) სახელობის პარკში ბავშვებისთვის ატრაკციონები უფასო იქნება. ბვშვთა გართობისათვის თანხას ადგილობრივი მთავრობა გაიღებს. ამასთან ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ბავშვებისათვის უფასო კონცერტი გაიმართება, რომელიც 17 საათზე დაიწყება.
18:30 საათზე ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი "საქართველოს სინფონიეტა".
საქველმოქმედო კონცერტის ქუთაისში კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის ინიციატივით გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები