მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში 5 ფინალისტი გამოვლინდა.
კონკურსის საუკეთესო ხუთეულში თბილისის #43 საჯარო სკოლის ისტორიის
მასწავლებელი ნინო აბულაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის
სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვლადმერ აფხაზავა, გორის
მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ბიოლოგიის
მასწავლებელი თეა ნონიკაშვილი, თბილისის კერძო სკოლა "ქორალის"
ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია ფურცელაძე და მესტიის
მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენის და
ლიტერატრის მასწავლებელი,ეკა წულუკიძე მოხვდნენ.
მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს კონკურსი მომდინარე წლის ზაფხულში
დაიწყო. სადაც მონაწილება 114 მასწავლებელმა მიიღო. დარეგისტრიტეული
კანდიდატებიდან 18 აგვისტოს საუკეთესო ათეული გამოვლინდა, სადაც
ქუთაისის #33 და საჩხერის #2 საჯარო სკოლის მასწავლებელბიც
მოხვდნენ.
მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
მასწავლებელთა ეროვნულ ჯილდოს გამარჯვებული პედაგოგის გამოვლენა
მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს მასწავლებელთა დღეზე მოხდება.
გამარჯვებულს კი საჩუქრად 10 000 ლარი გადაეცემა.
ამავე თემაზე:
მასწავლებელთა ჯილდოს კონკურსში ქუთაისის #33 სკოლის
მასწავლებელი საუკეთესო ათეულში მოხვდა
"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" კონკურსზე იმერეთიდან
17 პედაგოგი დარეგისტრირდა
"პედაგოგებს თანაბარი პირობები არ აქვთ" - მასწავლებლები ჯილდოს
მოლოდინში
მასალის გამოყენების პირობები