ახალი ამბები
„ნიკა ლატარიას საკუთარი სახლიდან მოჰქონდა ფული“ - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე
FaceBook
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ნიკა ლატარიას ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დვალი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.
საუბარია, ლატარიას მიერ თანხის გაპროცენტებისა და საკრებულოში მის მიერ აღებულ ხელფასსა და დანამატზე.

დავით დვალის თქმით, ნიკა ლატარიამ დანამტის სახით აღებული თანხა ქველმოქმედებაში გადარიცხა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს.

"ყველა დოკუმენტი არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ ნიკა ლატარია მიღებულ დანამატს ქველმოქმედებისთვის რიცხავდა. მის მიერ 2015 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით მას 45 00 ლარის ქველმოქმედება აქვს გაწეული. ამ თანხის დიდ ნაწილს კი ლატარია ახმარდა ადგილობრივ თვითმმართველობაში ერთობლივად ორგანიზებულ ღონისძიებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას პირიქით, საკუთრი სახლიდან მოჰქონდა ფული", - განაცხადა დავით დვალმა.

მისივე თქმით, ლატარიას 2015 წელს ჯამში დანამატის სახით 17 000 ლარი აქვს აღებული, რაც სრულად აქვს ქველმოქმედებაში გადარიცხული. 

რაც შეეხება მის მიერ დანამატის ყოველთვიურად დარიცხვის მიზანშეწონილობას, დვალის თქმით,  ლატარია დანამატს დამსახურებულად იღებდა, რადგან იგი გარდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა, სხვა ფუნქციებსაც ითავსებდა, კერძოდ, აქტიურად  მუშაობდა საკრებულოს კომისიებში.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლატარიას ნაცვლად განმარტებების გაკეთება, მის მიმართ პიროვნული დამოკიდებულებით ახსნა და განაცხადა, რომ ნიკა ლატარია მისი მეგობარია და რადგან ლატარიამ უარი თქვა განმარტებების გაკეთებაზე, მან თავი ჩათვალა ვალდებულად საზოგადოებისთვის ალტერნატიული რეალობა ეჩვენებინა.

დავით დვალთან ერთად, საგანგებო ბრიფინგს საკრებულოს დეპუტატი ტარიელ მეტონიძეც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ნიკა ლატარია საკრებულოში მოსვლის დღიდან საკუთარ ხელფასს მას ურიცხავს.

"არის საკრებულოში ასე, რომ ვინმე უნდ აიყოს უხეფასო დეპუტატი და მე მარგუნა ეს ბედმა, მაგრამ ნიკა ლატარიამ მითხრა, მე არ გაგრძნობინებ შენ უხელფასობასო და პირველივე დღიდან საკუთარ ხელფასს მირიცხავს",-განაცხადა ტარიელ მეტონიძემ.
მან ლატარიას საჯაროდ გადაუხადა მადლობა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.