გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის მაღალი ტემპერატურა მოსალოდნელია
კოლხეთის დაბლობზე. 18-19 სექტემბერს ნავარაუდებია 37 გრადუსი
სიცხე.
"დასავლეთ საქართველოს მთაში მოსალოდნელი 33 გრადუსი სიცხე, მათალ
მთაში ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება, ასევე იქროლებს აღმოსავლეთის
მიმართულების ქარი. 19-21 სექტემერს ქარის სიძლიერე შემცირდება და
იქროლებს 10-15მ/წმ-ში", - განმრატავს გარემოს ეროვნული სააგენტოს
მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო
გვაზავა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22-23 სექტემბერს დასავლეთ
საქართველოში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა.
მასალის გამოყენების პირობები