ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში საჩხერის "ჩიხურამ" საკუთარ
მოედანზე ფოთის "კოლხეთი" მიიღო.
საჩხერლებისთვსი თამაშის პირველი ტაიმი ადვილი გამოდგა. სადებიუტო
წუთებშივე გატანილმა გოლმა "ჩიხურას" მეტი უპირატესობა შესძინა. მეორე
გოლიც მალევე გავიდა, პირველი ტაიმი "ჩიხურამ" 2:0 მოიგო. მეორე
ტაიმში ფოთელები ძლიერ გააქტიურდნენ, რამაც შედეგი მეორე ტაიმის
დებიუტშივე, 48-ე წუთზე გამოიღო.
"კოლხეთმა" ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. თამაშის ბოლომდე ანგარიშ
აღარ შეცვლილა თუმცა ფოთელებს გათანაბრების შანსი ბევრჯერ ჰქონდათ. ამ
თამაშის მოგებით "ჩიხურა" "ლოკომოტივს" საგრძნობლად წამოეწია.
"კოლხეთი" კი ისევ მე-9 ადგილზეა.
ბაქარ ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები