ახალი ამბები
ტყიბულის მეორე სკოლაში სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად ალტერნატიული ფართს ეძებენ
FaceBook
ტყიბულის მეორე სკოლაში, სადაც მოსწავლეები გაკვეთილებს პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან, სასწავლო პროცესის აღდგენისთვის ალტერნატიულ ფართს ეძებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, "ქუთაისიპოსტთან" ტყიბულის მეორე სკოლის დირექტორი საუბრობს.

"საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა სკოლებთან, რომ აღდგეს სასწავლო პროცესი დღის სმენაში, დაგზავნილი გვაქვს განცხადებები და ვნახოთ რა შედეგი გვექნება," - აცხადებს სკოლის დირექტორი მეგი ქათამაძე.

ტყიბულის მეორე სკოლაში ახალი სასწავლო წელი მშობლების პროტესტით დაიწყო. ისინი საგაკვეთილო პროცესის მეორე ცვლაში გადატანას აპროტესტებენ. ამ მიზეზით, სკოლაში 15 სექტემბერს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა.

სკოლას მეორე ცვლა მას შემდეგ დაემატა, რაც ექსპერიზის შედეგად გაირკვა, რომ მეორე საჯარო სკოლის შენობა ამორტიზებულია და მოსწავლეების გადანაწილება პირველ საჯარო სკოლაში გადაანაწილეს.

სკოლის მოსწავლეები და მშობლები აცხადებენ, რომ იქამდე ვიდრე ბავშვებს დილის ცვლაში არ დააბრუნებენ, შვილებს სკოლაში არ გაუშვებენ.

ტყიბულის #2-ე საჯარო სკოლაში დღეის მონაცემებით სულ 119 მოსწავლე სწავლობს. 


ამავე თემაზე:


ტყიბულის მეორე სკოლაში სასწავლო პროცესი მშობლების პროტესტით დაიწყო
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ
საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
11:06 / 23.11.2024
დღეს, 23 ნოემბერს, დღის სამ საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.