ქუთაისში დევნილების ბინების გადაცემაზე, სოზარ სუბარმა დაპირება
გასცა.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა განმარტა, რომ 3- 5 წლის
მანძილზე განხორციელდება ისეთი პროექტი, რომლის თანახმადაც არცერთი
დევნილი არ დარჩება საცხოვრებელი ფართის გარეშე.
"მთლიანობაში ჩვენ ახლა ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და
ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ძალიან დიდ გეგმაზე, რითაც მომავალი
3-5 წლის განმავლობაში, 35 ათასი ბინა აშენდება და ეს იქნება
საკმარისი იმისთვის, რომ ყველა დევნილს ქონდეს სახლი," - განაცხადა
მინისტრმა.
ქუთაისში "ტორპედოს" სტადიონზე ბინის გასაღები
429 დევნილ ოჯახს გადაეცა.
ქუთაისში დევნილი ოჯახებს ბინები აღმაშენებლის გამზირსა და
პარლამენტის შენობის მიმდებარედ აშენებულ კორპუსებში დაურიგდათ.
დევნილთა ადგილობრივ სამმართველოში აცხადებენ, რომ ბინები
სამართლიანად გადანაწილდა და პრიორიტეტი იმ ოჯახებზე გაკეთდა,
რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ.
თუმცა ანალოგიურად არ ფიქრობდნენ ის დევნილები, რომლებიც სამინისტროს
წარმომადგენლებს ბინების შერჩევით გადაცემაში ადანაშაულებდნენ.
სწორედ ამ მიზეზით, სამინისტროს კომისიის მიერ ბინების გადანაწილების
პროცესი, ქუთაისში, დევნილთა სამმართველოსთან ხმაურისა და დევნილების
პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
ამავე თემაზე:
429 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინის გასაღები
გადასცეს
ბინებით დაკმაყოფილებული და მის გარეშე დარჩენილი დევნილების
საცხოვრებელი პირობები (ვიდეო)
18 ოჯახი ნგრევად ობიექტში - რა პირობებში ცხოვრობენ დევნილები
(ფოტო)
"ავიფეთქებ თავს" - დევნილების მიმართვა მინისტრს და პროტესტი ბინების
განაწილებაზე ქუთაისში (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები