ქუთაისში "ტორპედოს" სტადიონზე დევნილებს ახალი ბინების გასაღებები
გადასცეს. ის დევნილებს მინისტრმა სოზარ სუბარმა დაურიგა.
დევნილთა მინისტრმა განაცხადა, რომ ის ბედნიერია დღევანდელი
დღით, რადგან დევნილების ნაწილს 25 წლიანი ოცნება აუსრულდათ.
დევნილებს ბინების გადაცემა მიულოცა ქალაქის მერმა შოთა
მურღულიამ.
"თქვენ ამ ქალაქის ისეთივე სრულფასოვანი მოქალაქეები ხართ, როგორც
ყველა დანარჩენი. გილოცავთ ახალმოსახლეობას", - აღნიშნა მერმა.
ახალი ბინა დევნილთა 429 ოჯახს გადაეცა.
ქუთაისში დევნილი ოჯახებს ბინები აღმაშენებლის გამზირსა და
პარლამენტის შენობის მიმდებარედ აშენებულ კორპუსებში დაურიგდათ.
დევნილთა ადგილობრივ სამმართველოში აცხადებენ, რომ ბინები
სამართლიანად გადანაწილდა და პრიორიტეტი იმ ოჯახებზე გაკეთდა,
რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ.
თუმცა ანალოგიურად არ ფიქრობდნენ ის დევნილები, რომლებიც სამინისტროს
წარმომადგენლებს ბინების შერჩევით გადაცემაში ადანაშაულებდნენ.
სწორედ ამ მიზეზით, სამინისტროს კომისიის მიერ ბინების გადანაწილების
პროცესი, ქუთაისში, დევნილთა სამმართველოსთან ხმაურისა და დევნილების
პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
ამავე თემაზე:
ბინებით დაკმაყოფილებული და მის გარეშე დარჩენილი
დევნილების საცხოვრებელი პირობები (ვიდეო)
18 ოჯახი ნგრევად ობიექტში - რა პირობებში ცხოვრობენ დევნილები
(ფოტო)
"ავიფეთქებ თავს" - დევნილების მიმართვა მინისტრს და
პროტესტი ბინების განაწილებაზე ქუთაისში (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები