5 მშენებელს საპატიო მოქალაქის, 11 მშენებელ-არქიტექტორს ღვაწლმოსილის
წოდება მიენიჭა, ააიპ "სპეციალური სერვისების" 7 თანამშრომელს კი,
ქუთაისის მერიის საპატიო სიგელი გადაეცა.
ღონისძიება, რომელიც მშენებლის პროფესიულ დღეს მიეძღვნა, ქალაქის
ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.
"2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია სხვადასხვა პროფესიის
ადამიანების გამოვლენა და დაჯილდოება. ადამიანებს ჭირდებათ დაფასება
და პატივგება. მედიკოსებს უკვე შევხვდით და დაგეგმილია მსგავსი
შეხვედრა მოვუწყოთ პედაგოგებსაც," - განმარტა ქუთაისის მერმა,
შოთა მურღულიამ.
ღონისძიებას ქალაქში მოღვაწე არქიტექტორები და სამშენებლო ბიზნესის
წარმომადგენლები დაესწრნენ.
"მშენებლობა ყველა დროშია აუცილებელი. როდესაც ქვეყანაში მშენებლობა
მიდის, მაშინ ქვეყანა ფეხზე დგას. დღეს ქუთაისში ბევრი რამ შენდება,
მაგრამ სასურველია, რომ უფრო მეტი აშენდეს," - განაცხადა შპს "თეგიკა
უნივერსალის" ხემძღვანელი, თენგიზ გვანცელაძე.
ქუთაისის მერი განმარტავს, რომ პროფესიული დღეების აღნიშვნა ქალაქში
2018 წელსაც გაგრძელდება, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი
თანხები უკვე გათვალისწინებულია.
მასალის გამოყენების პირობები